ქართველი მოცეკვავეების რეკორდი “ლა-სკალაში”
მილანის “ლა-სკალას” თეატრში, სადაც “სუხიშვილებამდე” არცერთი ერის ფოლკლორულ დასს ფეხი არ დაუდგამს, ქართველი მოცეკვავეების წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ოვაციების თანხლებით, ფარდა 14-ჯერ აიწია და ლეგენდარული ტენორის, ენრიკო კარუზოს “რეკორდს” გადააჭარბა – მისი გამოსვლის შემდეგ ლა-სკალაში ფარდა 11-ჯერ ასწიეს.
“სუხიშვილების” თაყვანისმცემელთა შორის იყვნენ: ჯონ კენედი, ფიდელ კასტრო, ჯავაჰარლარ ნერუ, ინდირა განდი, პელე, ფრენკ სინატრა, ჟან გაბენი, ბრიჟიტ ბარდო, უოლტ დისნეი, ჩარლი ჩაპლინი… ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, დასის წარმოდგენები წლის საუკეთესო შოუდ ორჯერ აღიარეს. სხვადასხვა წლებში “ნიუ-იორკ თაიმსმა”, “ვაშინგტონ პოსტმა”, “დეილი ტელეგრაფმა”, “ფიგარომ” და სხვა წამყვანმა გაზეთებმა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამბლი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფოლკლორულ კოლექტივად დაასახელეს.