საშობაო გამოფენა-გაყიდვა პროექტის „GEclose2EU’’ ფარგლებში გაიმართება

15 იანვრის ჩათვლით, სითი მოლი საბურთალოს ეზოში, საშობაო გამოფენა-გაყიდვა გრძელდება. ყოველდღე, 12:00 საათიდან 22:00 საათამდე საშობაო სოფელი ადგილობრივ მეწარმეებს უმასპინძლებს, რომელებიც მოსულ სტუმრებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას შესთავაზებენ.

საშობაო გამოფენა-გაყიდვა პროექტის „GEclose2EU’’ ფარგლებში გაიმართება, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით.

პროექტში აწარმოე საქართველოს 100-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას. მეწარმეებს საშუალება ექნებათ ბაზრობის სტუმრებს პირადად გააცნონ საკუთარი პროდუქცია და გამოფენილი ნაწარმი.

საშობაო სოფელში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის გასართობის აქტივობები. სტუმრებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში, დააგემოვნონ ქართული ღვინო და გლინტვეინი, ასევე შეიძინონ ქართული პროდუქცია, ნუგბარი, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები