მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 17 პროექტი დაფინანსდება

მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“, 2020 წლის პირველი პერიოდის ფარგლებში, 17 პროექტი დაფინანსდება.

უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2020 წლის პირველი სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლის მიერ დაფინანსდება 17 საერთაშორისო პროექტი:

საფრანგეთი – გრიგოლ რობაქიძე – „გველის პერანგი“ – Ginkgo Éditeur / SARL TI Communication; პაატა შამუგია – „შიზო ლექსები“ – La Traductière;  ბასა ჯანიკაშვილი – „გაბრაზებული ჩიტი“ – L’Espace d’un instant (Maison d’Europe et d’Orient).

გერმანია –  არჩილ სულაკაური – „სალამურას თავგადასავალი“ – Handrick Verlag; დათო ტურაშვილი – „სხვა ამსტერდამი“ – Weidle Verlag; ბექა ადამაშვილი – „ამ რომანში ყველა კვდება“ – Verlag Voland & Quist; ეგნატე ნინოშვილი – „მოთხრობების კრებული“ – POP-Verlag Ludwigsburg; გიორგი კაკაბაძე – „ფიროსმანი“ – Dr. Ludwig Reichert Verlag.

ავსტრია – თამარ თანდაშვილი – „მატერიკონი“ – Residenz Verlag.

შვეიცარია – თათია ნადარეიშვილი – „ბამბუკის ტევრში“ – Baobab Books.

დიდი ბრიტანეთი – ნანა ექვთიმიშვილი – „მსხლების მინდორი“ – Pierene Press Ltd; ბექა ადამაშვილი – „ბესტსელერი“ – Dedalus Limited.

საბერძნეთი – ბესიკ ხარანაული – „ხეიბარი თოჯინა“ – Vakxikon Publications; ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგია – Vakxikon Publications.

ლატვია – მალხაზ ჯაჯანიძე, არტურ იურკევიჩი – „დამარხული ვაზი“ – Janis Roze Publishers.

უკრაინა – გიორგი კეკელიძე – „მინიატურები“ – Publishing and Printing House PE “TES”’

მაკედონია – ეკა ტაბლიაშვილი – „პატარა ობობას საათი“ – Publishing House Prozart Media.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები