კარინა ვამლინგი საზღვარგარეთ ქართული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დიპლომით დაჯილდოვდა

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო პროფილის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური დაჯილდოების „ქართული ბრენდის დღის“ ფარგლებში, „საზღვარგარეთ ქართული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის“ დიპლომით  მალმოს უნივერსიტეტის პროფესორი, კარინა ვამლინგი დაჯილდოვდა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალხაზ კაკაბაძემ და ქალბატონ ვამლინგს საპატიო დიპლომის მიღება მიულოცა.

საქართველოს საელჩო შვედეთი სამეფოში უერთდება მილოცვას და წარმატებებს უსურვებს კარინა ვამლინგს მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები