ქართული პავილიონი სანიას გამოფენაზე

2019 წლის 27-30 დეკემბერს, საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო კუნძულ ჰაინანის ქ. სანიაში გამართულ “Sanya International Cultural Industry Fair”-ზე.

აღნიშნული საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ელჩმა გააცნო დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები და გამოთქვა იმედი, რომ ადგილობრივ მთავრობასთან ერთობლივი ძალისხმევის შედეგად განვითარდება ორმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთის ამ ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად რეგიონს შორის.

სანიას გამოფენაზე საელჩოს ხელშეწყობით წარმოდგენილი იყო საქართველოს პავილიონი, სადაც ჰაინანზე მოღვაწე ქართველი მეღვინე ზაქრო გაგოშიძე აცნობდა სტუმრებს ქართული ღვინის კულტურას და ჩინეთის ბაზარზე ექსპორტირებულ კომპანია “გიორგიწმინდა”-ს პროდუქციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.