ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კომპლექსური რეაბილიტაცია დასრულდა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კომპლექსური რეაბილიტაცია დასრულდა.
ბაღის ტერიტორიაზე განახლდა არსებული შენობები, მოეწყო სასეირნო ბილიკები, ხელოვნური ტბა, ჰერბარიუმი. ბაღს დაემატა მცენარეთა ახალი ჯიშები.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, რეაბილიტაციის პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს სხვა 4 ისტორიულ ბაღთან ერთად, ჩაერთო ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში.
ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო 2019 წელს შეუერთდა.