ქართველი ემიგრანტების საქველმოქედო გზავნილი გერმანიიდან სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის

გერმანიის ქართული სათვისტომოს საქველმოქმედო ფონდმა შეაგროვა და საქართველოში გააგზავნა თბილი ტანსაცმელი ორგანიზაცია „Life Chance“-ისთვის, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა სახლიდან წამოსული და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისათვის პროფესიული განათლების მიცემასა  და მათთვის თავშესაფრის შექმნაზე ზრუნავს. 

გარდა უშუალოდ ნივთების შეგროვებისა, სათვისტომოს წევრებმა და მათმა მეგობარმა გადამზიდავმა კომპანიამ ნივთების საქართველომდე ჩამოტანაც საკუთარი ხარჯებით უზრუნველჰყვეს.

“დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოგვაწოდა თბილი ტანსაცმელი მოზარდებისთვის. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გადმოგვცა, ბავშვებმა ძალიან გაიხარეს და ზამთარსაც უფრო თბილად გაატარებენ” – ნათქვამია სათვისტომოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები