ერთად შეუქმნათ ბავშვებს საახალწლო განწყობა! GEORGIA TOY RUN 2019!

„INVICTUS MC” და „ROCK MACHINE MC “ თბილისში, “GHOSTS OF ROAD MC” რუსთავში, ხოლო „BLACK SEA RIDERS MCC”  და „IBERIANS MCC“  ბათუმში, გამოვდივართ ინიციატივით და გეპატიჟებით საქართველოში არსებულ ნებისმიერ ფორმის მოტო საზოგადოებას თუ ერთობას, თავისუფალ ბაიკერებს, თუ უბრალოდ მოტო მოყვარულებს, განურჩევლად მოტოციკლეტის ტიპისა, გავერთიანდეთ საახალწლო მსვლელობაში და თბილისსა და რუსთავში 29 დეკემბერს, ხოლო ბათუმში 31 დეკემბერს მოვაწყოთ გაერთიანებული GEORGIA TOY RUN 2019!

ერთად შეუქმნათ ბავშვებს საახალწლო განწყობა!

ქ. თბილისში შეკრების ადგილი: „INVICTUS MC“-ის Club House. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. დრო: 12:00 სთ.

თბილისის კოლონა გაემართება ძეგვის თავშესაფრის ბავშვებთან.

მსვლელობის დასაწყისი: 13:00 სთ.

ძეგვის თავშესაფრის მაცხოვრებლებისათვის საახალწლო საჩუქრების, პროდუქტების, ტანსაცმლისა და სათამაშოების შეგროვება მოხდება „INVICTUS MC“-ის Club House“-ში 27-28 დეკემბერს 12:00-20:00 სთ-მდე, ხოლო 29 დეკემბერს 10:00-12:00 სთ-მდე.” – ნათქვამია Invictus Motorcycle Club – ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები