Unite4Music – ერთად მუსიკისთვის

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინიციატივითა და მედია პლატფორმა “ამბებს მიღმა”-ს მხარდაჭერით, საზოგადოებრივი კამპანია  ერთად მუსიკისთვის დაიწყო.

საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მუსიკის სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა, კონსერვატორიის როიალების გარდა – ისინი იგივეა და მათ აუცილებლად სჭირდებათ განახლება. ინიციატივას მხარი მედიაპლატფორმა “ამბებს მიღმა”-მ დაუჭირა და 28 დეკემბერს კლუბში KHIDI საქველმოქმედო საღამო ერთად მუსიკისთვის დაიგეგმა.

“ამბებს მიღმა” სოციალური მიმართულების მედია-პლატფორმაა, რომლის მთავარი ღირებულებაა, გახსნილად და მარტივად ისაუბროს საზოგადოებისთვის მნიშვლოვან საკითხებზე. კამპანიას ერთად მუსიკისთვის უკვე შეუერთდნენ ქართველი შემსრულებლები, მედიასაშუალებები, კონსერვატორიის სტუდენტები და გულშემატკივრები.

28 დეკემბერს შემოსული თანხა სპეციალურად შექმნილ ფონდში გადაირიცხება და კონსერვატორიაში ძველი როიალების ახალით ჩანაცვლებას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.