ARTFILMS – ის საახალწლო საჩუქარი მკითხველებისთვის

დღეიდან 2020 წლის იანვრის ბოლომდე,  მკითხველებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია ავსტრალიის თანამედროვე სახელოვნებო მედიაკომპანიის მონაცემთა ბაზა ARTFILMS Educating Imagination.

ARTFILMS  საახალწლო საჩუქარი მოიცავს 2000-მდე ძვირადღირებულ ფილმს თეატრის, კინოს, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მოდის, ფილოსოფიისა და რელიგიის, გასტრონომიის, ისტორიის, პოლიტიკის, ფსიქოლოგიის შესახებ. ეს უნიკალური კოლექცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დოკუმენტურ, საკულტო და სახელოვნებო ფილმებს აერთიანებს. მათი ციფრული არქივი მრავალი  ქვეყნის ბიბლიოთეკასა, თუ ინსტიტუტს მიეწოდება. მედიაკომპანიის მიზანია კულტურის სფეროში საგანმანათლებლო პოლიტიკის ხელშეწყობა.

თანამედროვე სახელოვნებო მედიაკომპანია ARTFILM 2000 წელს, ქალაქ ვიქტორიაში, პროდიუსერმა და ექსპერიმენტული თეატრის პედაგოგმა, ქრისტა დოციმ დააფუძნა. დღეისთვის, მედიაკომპანია ინტერაქტიურ, ციფრულ წიგნებსა და საგანმანათლებლო პაკეტებსაც  გამოსცემს. 5000-ზე მეტი ფილმის საავტორო უფლებები დაცულია და მათი ნახვა მხოლოდ ინტერნეტ ფორმატში შეგიძლიათ. ფილმების სანახავად დაკლიკეთ ამ ლინკზე და დარეგისტრირდით. საჩუქრის ლინკზე დარეგისტრირების შემდეგ, უნდა დაკლიკოთ ვერიფიკაციის გვერდზეც, რომელიც 2000-მდე ფილმზე წვდომას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები