კირტან-იოგა კეშავა მაჰარაჯასთან ერთად
თბილისის ვედური კულტურის ცენტრში სტუმრად მისი უწმინდესობა ბჰაქტი ბჰაგავატამრიტა კეშავა მაჰარაჯა იმყოფება. იგი გიწვევთ კირტან – იოგას სღამოზე, რომელიც დღეს საღამოს, 19 საათზე, კავკასიურ სახლში გაიმართება.
ადამიანს ყველა ეპოქაში აინტერესებდა მეთოდები რომელთა საშუალებით შესაძლებელია ცნობიერების განვითარება, არამატერიალურ რეალობასთან შეხება და საბოლოოდ აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა. წარსულში ამ მიზნის მისაღწევად იოგას სხვადასხვა მეთოდები გამოიყენებოდა, ხოლო ჩვენს ეპოქაში ვედური წმინდა წერილები გვირჩევენ იოგას უმაღლეს ფორმას – კირტან-იოგას – არამატერიალური ვიბრაციებისაგან შემდგარი მანტრების გალობას. განსაკუთრებით რეკომენდირებულია უფლის წმინდა სახელებისაგან შემდგარი მაჰა მანტრა, ანუ დიადი მანტრა.
კირტან – იოგას სღამოზე დასწრება თავისუფალია.