შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ტექნიკური აღჭურვის პროგრამა დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლობით  შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ტექნიკური აღჭურვის პროგრამა დასრულდა.

მიმდინარე წლის 15 მარტს, მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმის სფუძველზე, USAID-ს პროექტ „ზრდა“-ს ფინანსური უზრუნველყოფით, 2 რეგიონის მუზეუმებისა და მუზეუმ ნაკრძალების ადმინისტრაციებში ამოქმედდა პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტები. საჭირო მედიკამენტებით არჭურვილ სივრცეებში დღეიდან ვიზიტორებს სპეც. პერსონალი მოემსახურება, რომლთაც პირველადი დახმარების გაწევის სატრენინგო კურსი უკვე გაიარეს.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მუზეუმ-ნაკრძალების თანამშრომლების სპეც. ტანსაცმლითა და უნიფორმებით უზრუნველყოფაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.