კვიპროსული კინოს დღეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით  26 დეკემბერს 19:00 საათზე და 27 დეკემბერს 15:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის განახლებულ დარბაზში, ჩატარდება კვიპროსული კინოს დღეები.

კვიპროსული კინოს დღეების ფარგლებში შეგიძლიათ იხილოთ ფილმები:

„განთიადი კიმერიაში“, რომელიც  წლის საუკეთესო კვიპროსულ ფილმად დასახელდა და სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე მიღებული აქვს ჯილდოები: „საუკეთესო ახალბედა რეჟისორისთვის“, “მაყურებლის სიმპათია”, „მომავლის საუკეთესო ფილმი“, “საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი” და სხვა;

„როზმარი”, რომელმაც უკვე არაერთი ქვეყანა და კონტინენტი მოიარა და რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია;

„ჩაინათაუნი – სამი თავშესაფარი“, რომელიც ფანტასტიკური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო ბოევიკად დასახელებული ფილმია.

„ბიჭი ხიდზე“ ორმოცდაათზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზეა წარდგენილი და ცამეტ სხვადასხვა ნომინაციაშია გამარჯვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები