დიასპორულმა ორგანიზაციამ “ივერია” 9 წლის იუბილე აღნიშნა 

ქართულმა კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრმა – „ივერიამ“, ქალაქ ოდესაში, ორგანიზაციის დაფუძნების 9 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  „საახალწლო ზღაპარი“ წარმოადგინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „ივერიამ“ იუბილე საკუთარ შენობაში აღნიშნა.

დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართეს “ივერია”-ს ხელმძღვანელმა შორენა გეგეშიძემ და ოდესაში საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა. მაყურებლის წინაშე მუსიკალური ნომრით ახალგაზრდა ვარსკვლავი, მომღერალი ნათია ბუგრიძე და საკვირაო სკოლა “ანა-ბანა”-ს ყველაზე უმცროსი  აღსაზრდელები წარსდგნენ.

იუბილეზე, საქართველოს საკონსულოს სახელით, კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა საკვირაო სკოლა “ანა-ბანა“-ს აღსაზრდელები დაასაჩუქრა.  ასევე,  ცენტრს საჩუქრები გადასცა ბიზნესმენმა სერგეი რივნიმ და Торговий дім Грузії- მ.

ოდესაში არსებული დიასპორული ორგანიზაცია,  ქართული კულტურულ – საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“, 2010 წლიდან ფუნქციონირებს. დაარსებიდან დღემდე ცენტრი აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას, ინტენსიურად აწყობს კულტურული  ღონისძიებებს და კონკურსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.