ახალი მულტიმედია პროექტის “პროტესტის ლექსიკონის” პრეზენტაცია

პარასკევს, 27 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, ჟურნალი “ინდიგო” გეპატიჟებათ ახალი მულტიმედია პროექტის “პროტესტის ლექსიკონის” პრეზენტაციაზე. მისამართი: კოსტავას 14, სასტუმრო სტამბა, D ბლოკი, მე – 4 სართული. 

”პროტესტის ლექსიკონი” –  ხან მრავალრიცხოვანი, ხან მცირე, გადაკეტილი ქუჩებით, ზოგჯერ მხოლოდ 1 ადამიანით. ჩუმად, ხმაურით. მსვლელობით, კონცერტით. წვიმაში, ყინვაში, ქარში, ხან სიცხეში, ზაფხულის ცხელ დღეს. ხან შესრულებული, ხშირად კი შეუსრულებელი მოთხოვნებით. რევოლუციებით, დარბევებით, მსხვერპლით, მშვიდობიანად, ზოგჯერ კი შეუმჩნევლად ჩავლილი აქციები.

რა იწერება ქუჩაში? როგორ იცვლება მოთხოვნები? რა რჩება იგივე? რა სიტყვებით დაიწყო და სად ვართ ახლა? რას ვითხოვდით 30 წლის წინ და რას ვითხოვთ დღეს? აქ 100 წინადადებით დაწერილი პროტესტი შეგიძლიათ წაიკითხოთ. ლექსიკონი ბოლო 30 წლის მანძილზე აქციებზე დაწერილი მოთხოვნების ნაკრებია. 100 ლოზუნგი, წინადადება, მოთხოვნა, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა აქციაზე დაიწერა. ამ სიტყვების განმარტება, ამ სიტყვების შედეგი ჩვენი სინამდვილე, ჩვენი ყოველდღიურობაა.  ქუჩაში დაწერილი ისტორია.

პროექტის ავტორები: მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე. ფოტო: გურამ წიბახაშვილი.

მასალა მომზადებულია “ინტერნიუს საქართველოსთან” და “ინტერნიუსთან” თანამშრომლობით, პროექტის “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში” ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.