„ნიჭიერთა ათწლედში” ღია გაკვეთილს ამსტერდამში მოღვაწე ქართველი მევიოლინე ნატალია გაბუნია  ჩაატარებს

26 დეკემბერს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში”, ღია გაკვეთილს ამსტერდამში მოღვაწე, წარმატებული ქართველი მევიოლინე, ნატალია გაბუნია  ჩაატარებს.

მას თბილისის მსმენელი დიდი ხანია იცნობს.  ჯერ კიდევ „ნიჭიერთა ათწლედში“, კონსტანტინე ვარდელის მოსწავლე სხვადასხვა წამყვან ორკესტრებთან ერთად გამოდიოდა. იგი  წლების განმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ლიეჟის და ტილბურგის სამეფო კონსერვატორიაში.

ნატალია გაბუნია ხშირად სტუმრობს საქართველოს კონცერტებით და ტრადიციულად „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებს უზიარებს თავის გამოცდლებას.

მსმენელთათვის დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები