“ღვინო კახურო” “კარნეგი ჰოლის” სცენაზე და დავით ღვინიანიძის ფონდის ირგვლივ გაერთიანებული მსოფლიო ვარსკვლავები

22 დეკემბერს ამერიკაში, მსოფლიო სცენაზე, კარნეგი ჰოლში საშობაო ფესტივალი დასრულდა… ტრადიციას წელსაც არ უღალატა  საქველმოქმედო ფონდმა ,,მსოფლიო ტალანტები”, რომლის დამფუძნებელიც ქართველი ბარიტონი, დავით ღვინიანიძე გახლავთ და შთამბეჭდავი ზეიმი შესთავაზა სტუმრებს. 

გვარადაც ღვინიანიძემ, რომელსაც მეღვინეობაც აქვს დამთვრებული და პროფესიონალი მეღვინე მამაც ჰყავს, კონცერტი უკვდავი ზაქარია ფალიაშვილის “ღვინო კახუროთი” გახსნა, სუხიშვილების მოცეკვავეებთან ერთად. ეს სიმღერა სპეციალურად “დაისისთვის” დაიწერა, სადაც მას ცანგალა ასრულებს. “ღვინო კახურო” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაა. რამაც აღფრთოვანებაში მოიყვანა დარბაზი. ფონდმა ასევე ამ კონცერტისთვის მსოფლიოს სხვადასვხა ქვეყნიდან მოწვეულ ოპერის მომღერლებს მოუყარა თავი.

კარნეგი ჰოლის სცენაზე იდგნენ ფონდის მიერ სულ ახლახან ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულებიც. აღსანიშნავია, რომ დავით ღვინიანიძის მოწვევით პირველად ამ სცენაზე პირველად ქართველი ბარიტონი, ევროპის ყველა დიდი სცენის მარგალიტი –  ბერლინში მოღვაწე, დავითის თანაქალაქელი გოჩა აბულაძეც წარსდგა. ასევე ქართველი სოპრანო – ანა კოლხიდაშვილი, მევიოლინე სოფიო ხურცილავა, სწორედ სოფიოს და დავითის მიერ შესრულებული ნომერი შეაფასეს კრიტიკოსებმა ყველაზე დადებითად და გამორჩეულად.

თუმცა, საშობაო კონცერტის მთავარი მარგალიტი აპრილე მილო გახლდათ  – ,,ამ საშობაოდ ჩვენ მართლაც ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ – აღფრთოვანებულები ვართ მთელი კოლექტივით. სრული ანშლაგით ჩაიარა საღამომ კარნეგი ჰოლში. ამ საღამოზე კარნეგი ჰოლის მთავარ საკონცერტო სცენაზე პირველად წარსდგნენ მარია ვეტელი და ჯოელ რიჩი. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ვამაყობ მათი წარმატებით, წარმოიდგინეთ, რამდენს ნიშნავს ეს ახალგაზრდა შემსრულებლისათვის? ეს ყველაფერი გეხმარება, აღმოაჩინო ის ადგილი თანამედროვე სამყაროში, სადაც თავს კომორტულად გრძნობ და ეს ყველაფერი ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია. ისინი მართლაც რომ გამორჩეულად წარსდგნენ პუბლიკის წინაშე, აქვე მადლობას ვუხდი დავით ღვინიანიძეს იმ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის, ახალგაზრდა შემსრულებლების გამო, რომელთაც მიეცით შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ და მდგარიყვნენ თქვენ გვერდით. თქვენ არაჩვეულებრივი სულისა და ამავდროულად, არაჩვეულებრივი ნიჭის ადამიანი ბრძანდებით.ასევე დიდ წარმატებას ვუსურვებ მთელ ჩვენ კოლექტივს, განსაკუთრებით კი ოლგა ლივოსკაიას ( ოლგა ფონდის დირექტორია) მისი არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული ხმის გამო, რომელიც ღირსეულად წარსდგა პუბლიკის წინაშე და ასევე დიდი წვლილი შეიტანა დღევანდელი საღამოს ორგანიზებაში აქვე დავლოცავ ჩვენს კოლექტივს და  ვუსურვებ უამრავ წარმატებას ,,დღეგრძელი იყოს ჩვენი მეგობრობა!!! Viva musica-ს და მრავალი წარმატება თითოეულ თქვენგანს…” – ასე შეაფასა ფესტივალი საგანგებო და საპატიო სტუმარმა, მსოფლიო ვარსკვლავმა აპრილე მილლომ, რომელიც  რიო დე ჟანეიროს, პარიზის, ვენის, ლასკალასა და მეტროპოლიტან ოპერების სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ. ამ ჟანრში ალბათ იშვიათად მოიპოვება მსგავსი წარმატებული ვარსკვლავი და უფრო მეტად ასეთი ტიტულოვანი ადამიანების შეფასებას იშვიათად თუ მოვისმენთ ქართველზე, რომლის მოწვევითაც მან მიიღო მონაწილეობა კარნეგი ჰოლის საშობაო კონცერტში.

აპრილე მილლმო ბარიტონ დავით ღვინიანიძის შემოქმედებისა და საქმიანობის თაყვანისმცემელია. როგორც დავითი აღნიშნავს, მასთან ერთად დიდ სცენაზე სიმღერა ოცნება იყო – ეს ოცნება ახდა.

2020 წელი კი გრანდიოზული გეგმების და სასიამოვნო სიურპრიზების წელი იქნება – ამბობს დავით ღვინიანიძე, რომელსაც საკუთარ წარმატებაზე მეტად, სიამოვნებას ნიჭიერი ადამიანებისთვის გზის გაკვალვა ანიჭებს . ამიტომაც ეძახიან მას მეცენატს. წინ კიდევ უამრავი გეგმების წელია…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები