ვენაში ქართული დიასპორის საშობაო ღონისძიება გაიმართა

“მოგზაურობა საქართველოში”- ავსტრიაში ქართული სათვისტომოსა და ვენის ქართული საკვირაო სკოლის ორგანიზებით, ვენაში ტრადიციული საშობაო ღონისძიება 22 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებაზე ვენის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა ქართული სიმღერები შეასრულეს და მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.

დასასრულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები. ღონისძიებას ქართული დიასპორისა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები