ემიგრანტების გზავნილი იტალიიდან რუსთაველი პატარებისათვის

ნეაპოლის ქართველმა ემიგრანტებმა, ირმა ბელქანიას თაოსნობით, გადაწყვიტეს  საახალწლოდ იტალიური ტკბილეული რუსთაველ პატარებს გაუგზავნონ. მათ მიერ შეგროვებული ტკბილეული საქართველოში მალე ჩამოვა და 13 იანვარს, დილის 11 საათზე, რუსთავის მთავარ ნაძვის ხესთან დაურიგდებათ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ემიგრანტების საქველმოქმედო აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

“ვაჩუქოთ ბავშვებს ერთი დაუვიწყარი,ბედნიერი დღე. მოგიწოდებთ ყველას, თქვენი წვლილიც შეიტანოთ ამ კეთილშობილურ საქმეში. გვაქვს იმედი, რომ გავერთიანდებით. სიკეთე გადამდებია…ვაკეთოთ სიკეთე რომელიც, დღეს ასე სჭირდება ჩვენ ქვეყანას”- წერენ ემიგრანტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები