Microsoft Excel-ის 100 ამოცანა დამწყებთათვის
Microsoft Excel-ის შესწავლის მსურველებისთვის საინტერესო ახალი წიგნის – ”100 ამოცანა დამწყებთათვის” პრეზენტაცია გაიმართება CU კამპუსში, 23 დეკემბერს, 18:00 საათზე.
წიგნზე მუშაობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი დათუკიშვილი და კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტი თორნიკე კვინიკაძე, რომლებიც თავიანთ ნაშრომს წარადგენენ.
წიგნში თავმოყრილია 100 ამოცანა, მისი შესაბამისი ვიდეო გაკვეთილები და ვიდეო ამოხსნა.
მალე მისი ელექტრონული ვერსიაც დაიდება.