15 ტრენდი ინტერიერში – რა იქნება მოდური 2020 წელს

2020 წელი სწრაფად გვიახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰორიზონტზე მოდის ახალი ტენდენცია თანდათან ჩნდება. ახალი წელი კი შესანიშნავი დროა ცვლილებებისთვის – არა მარტო სადღესასწაულო დღეებში დაგროვებული კალორიების თავიდან მოსაშორებლად, არამედ ბევრი სხვა განახლებისთვის – მათ შორის ძველი ინტერიერის შესაცვლელადაც.

თუკი ჯერაც ვერ გაერკვიეთ, რა უნდა გააკეთოთ სახლში მომავალი წლისათვის, ჩვენ გიჩვენებთ რამდენიმე წამყვან ტენდენციას, რომლებიც, ინტერიერის დიზაინზე მომუშავე უცხოური კომპანიების აზრით, 2020 წელს ტრენდული იქნება.

  1. ნეიტრალური და სადა ფერების გამოყენება ინტერიერში 2020 წლისათვის ნომერ პირველი რეკომენდაციაა. ამ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი კლასიკურია – ქმნის მშვიდ გარემოს და რაც მთავარია, არაა გადატვირთული.  თუმცა, ხშირია შეცდომები ნეიტრალური ფერების გამოყენებისას – თუკი ფიქრობთ, რომ ნეიტრალურობა ზედმეტად მარტივი და მოსაწყენია, ძალიან ცდებით. 2020 წლისათვის მოდაში არა მკვეთრად ნეიტრალური ფერები, არამედ თბილი ტონები შემოდის – უპირველესად, ესაა ნაცრისფრისა და კრემისფრის გრადაციები. ნუ ჩათვლით, რომ ეს ფერები მხოლოდ კედელსა და დეკორზე უნდა გამოიყენოთ – დიზაინერების რჩევით, ისინი კარგი გადაწყვეტილებაა ავეჯისთვისაც.

INTERIOR DESIGN FIRM ORLANDO FLORIDA - TOP 15 INTERIOR DESIGN TRENDS FOR 2020

  1. ხავერდი – ფუფუნებისა და კომფორტის შესანიშნავი ნაზავი – ცხელი და მოდური გადაწყვეტილება 2020 წლისათვის. ხავერდზე ფიქრისას ძველი წითელი ნაჭრები, ან მისით მორთული სხვადასხვა ნივთი გვახსენდება, თუმცა, ამჯერად დიზაინერები გაცილებით ღრმად მიდიან და ხავერდს რბილი ავეჯის გაფორმების მთავარ ტენდენციად მოიაზრებენ.  როგორც ამბობენ, ხავერდის ფერები და შესაძლებლობები 2020 წლისათვის ამოუწურავია.VELVET Colors in Design
  2. შავი და თეთრი – ფერთა სპექტრის დასაწყისი და დასასრული. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები მკვეთრ კონტრასტებს არ გვირჩევენ, ამ ორი ერთმანეთის აბსოლუტური „ანტონიმი ფერის“ ინტერიერში დახვეწილად გამოყენების შემთხვევაში თქვენ ფეხს აუწყობთ „მოდა 2020-ს“. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს შავი სკამები და დივანი თეთრი ბალიშებით, შავი და თეთრი მარმარილო  და შავ-თეთრი კომბინაცია ტექსტილში.BLACK AND WHITE Interior
  3. ასიმეტრიული ფორმები წლებია ტრენდულია და მათზე მოთხოვნა ყოველწლიურად მატულობს იმდენად, რომ უკვე სახლის ნებისმიერ დეტალში შეიძლება აღმოაჩინოთ ისინი. ნებისმიერი კატეგორიის ადამიანის ნებისმიერი ღირებულების სახლში იპოვით რაიმეს, რაც ამ ტენდენციის ნაწილად მოგეჩვენებათ. შეიძლება ითქვას, გეომეტრიული შაბლონების პრობლემაც სწორედ ეს გახდა – მისი ზედმეტი პოპულარობა. ასეთი ფორმები გვხვდება ყველგან – ტიხრებიდან დაწყებული მსუბუქ საყოფაცხოვრებო ნივთებამდე. როგორც დიზაინერები ამბობენ, მალე გეომეტრიული ფიგურები ინტერიერიდან გაქრება, მაგრამ ეს 2020 წელს ნამდვილად არ მოხდება. ამიტომაც 2020 წლის ტენდენციას მარტივად შეიძლება ვუწოდოთ „ყველაფერი გეომეტრიული ბალანსის შესახებ“. მომავალ წელს კვლავ შეგიძლიათ იყოთ თამამი და ეპატაჟური – თქვენს კლასიკურ ინტერიერში მკვეთრი  ფორმების ავეჯი შეიტანოთ, თუმცა, ამ შემთხვევაში ფრთხილად უნდა იყოთ სახლის ფართთან – მსგავს კონტრასტებს აღქმისათვის გაცილებით მეტი სივრცე სჭირდებათ.GEOMETRIC PATTERNS
  1. რბილი ავეჯი – 2020 წლისათვის ინტერიერში რბილი ავეჯი გაცილებით მოდური იქნება, ვიდრე ხის ან მეტალისაგან დამზადებული. ეს ტენდენცია ეხება საწოლებსაც – „სტილისა და კომფორტის ოზარისი“ ასე უწოდეს დიზაინერებმა ნაჭრით გაფორმებულ საძინებლებს. ზოგადად, როგორც ინტერიერის დიზაინერები გვპირდებიან, ნაჭრის ფართო გამოყენება ინტერიერში 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი მოდური ტენდენცია იქნება.

CANOPY BEDS Styles

  1. ე.წ. Biophilia – ეს არის ახალი ტენდენცია, რომელიც ადამიანსა და ბუნების თანაცხოვრების ელემენტებს მოიცავს. აქ დეტალები ისეა გათვლილი, თითქოს მათ ადამიანის ხელი არც შეხებიათ. ბოლო წლების განმავლობაში კლიმატის ცვლილების პარალელურად, ბუნების დაცვაზე ფიქრი ერთ-ერთი აქტუალური საკითხი გახდა. სულ უფრო მეტ ადამიანს სურს, ჰქონდეს თანამედროვე სახლი, რომელიც ორგანული ელემენტებისაგან იქნება შექმნილი. ამ ყველაფერზე ყურადღება ინტერიერის დიზაინერებმაც გაამახვილეს. რეციკლირებული ხის გამოყენება შეგიძლიათ ავეჯში – მაგიდებისა და სკამების სახით, მაქსიმალური გამწვანებით კი თქვენს საცხოვრებელს ბუნებასთან აბსოლუტურ ჰარმონიაში მყოფ გარემოდ აქცევთ, რაც გარდა მოდურობისა, მაცხოვრებლების ფსიქოლოგიური სიჯანსაღისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.BIOPHILIA DESIGN TRENDS FOR 2020
  1. ე.წ „ქალური ტონები“ – ვარდისფერი და მისი ვარიაციები, შესაძლოა, 2020 წლის მთავარ ფერებად მივიჩნიოთ. როგორც დიზაინერები ამბობენ, ეს ტონი ჩვენი პირველი პრინციპის – „ნეიტრალიტეტის“ შექმნისას გამოგვადგება.

FEMININE TONES Trends

  1. ყვავილოვანი პრინტები – თანამედროვე ტენდენციები 2020 წელს კიდევ ერთხელ გადაიხედება – მოდაში ყვავილები გვიბრუნდებიან. ბებიის სახლიდან მეხსიერებაში ჩარჩენილი ყვავილებიანი ავეჯი და ლამაზი მცენარეები შპალერზე – 2020 წელს ბავშვობის ნოსტალგიის დაბრუნების საშუალება მოგეცემათ. რაც შეეხება ფერებს, ინტერიერში ყვავილების გამოყენებისას, დიზაინერები ყვითელსა და მწვანეს გვირჩევენ.

INTERIOR FLORAL WALLPAPER

  1. ე.წ. „BACKSPLASH DESIGN“ – ერთ-ერთი საუკეთესო გზა თქვენი აბაზანისა და სამზარეულოს განსაკუთრებულობის მისაღწევად, ცოცხალი და თამამი ფერების ფილების გამოყენებაა. ზოგადად, ფილები 2020 წელსაც ტრენდული იქნება, განსაკუთრებით კი არაერთგვაროვანი, სივრცული ფილების გამოყენება ჩაითვლება ოპტიმალურად.

BOLDLY PATTERNED BACKSPLASH Designs

  1. მეტალი – მეტალის დეტალები საკუთარ ადგილს 2020 წელსაც შეინარჩუნებენ. ოქრო, ვერცხლი, კალა და სპილენძი კვლავ პოპულარულია. მეტალისა და ხის კომბინაცია ტრენდული იქნება დეკორაციისათვის. კალას გამოყენებას დიზაინერები აბაზანაში გვირჩევენ. ასევე თამამად შეგიძლიათ ერთმანეთს შეურიოთ მბზინავი მეტალები და ბრინჯაო. მაგრამ ფრთხილად იყავით, 3-ზე მეტი მეტალის შერევა  თქვენს ინტერიერს ძალიან გადატვირთავს და საპირისპირო შედეგამდე მიგიყვანთ. იპოვეთ ბალანსი.

MIXED METALS in Trends 2020

  1. არა მინიმალიზმს – რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მინიმალიზმი მოდიდან გადადის და მის ადგილს „მაქსიმალიზმი“ იკავებს. 2020 წელს დიზაინერები ინტერიერში მეტი „დღესასწაულის“ შეტანას გეგმავენ. თამამი და ნათელი ფერები, ფერადი, აბსტრაქტული ნახატები და ჭრელი დეკორაცია – თუმცა, არც თვითშეკავება უნდა დავივიწყოთ.

MAXIMALISM Style 2020

  1. Black is back – სამუშაო გარემოსათვის შავი ფერი 2020 წელს უკონკურენტო იქნება. კაბინეტებისა და ოფისებისათვის დიზაინერები შავ კედლებსა და ავეჯს გვირჩევენ. ერთადერთი, რაც პრობლემას შექმნის, იქნება სივრცის შეგრძნების დაკარგვა – მათთვის, ვისაც კლაუსტროფობია აწუხებს, შავი რეკომენდებული არაა.  ასეთ დროს მცირე კონტრასტების შეტანა არ გაწყენდათ, ზემოთ აღნიშნული პრინციპი შავ-თეთრი კომბინაციის მოდურობაზე აქაც ძალაში რჩება.

INTERIOR Blacks

  1. მწვანე აქცენტები – 2020 წელს ეცადეთ თქვენი ინტერიერი ბუნებასთან მაქსიმალურ ჰარმონიაში იყოს. ამისათვის ყველაზე ჯანსაღი მწვანე ფერის გამოყენება იდეალურ გადაწყვეტილებად ჩაგეთვლებათ. ეცადეთ ინტერიერში გამოყენებულ მწვანე ფერს ბუნებრივი მცენარეები შეუხამოთ. გაფრთხილება! – ერიდეთ ხელოვნური მცენარეების გამოყენებას – ეს ყველაზე ცუდია, რასაც 2020 წელს თქვენს ინტერიერში გააკეთებთ.

GREEN ACCENTS Trends

  1. საინჟინრო დეტალების შენარჩუნება – მოდა, რომელიც 2019 წელს დაიწყო, მომდევნო წელსაც აქტუალური რჩება – ბოძები, ძელები, რკინა-ბეტონის კოლონები აბსოლუტურად შეუნიღბავად და შეულამაზებლად, თამამად შეგიძლიათ დატოვოთ ინტერიერში.

INTERIOR DESIGN ENGINEERED ENVIRONMENT Trends

  1. ბოლო ტენდენცია კი დედამიწის ტონებს იმეორებს – ფერებმა და ტექსტურებმა ხის, ლითონისა და ფოთლების ბუნება უნდა ასახოს. ისეთი ტონები კი, როგორიცაა მდიდარი ტყის სიმწვანე, თიხისა და მიწის ფერები თქვენს სახლში შესანიშნავ გარემოს შექმნიან დამღლელი დღის შემდეგ მედიტაციისათვის.

EARTH TONES Styles

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები