ქართველ მუსიკოსს იაპონიის საიმპერატორო ორდენი მიენიჭა

იაპონიის ქალაქ კანსაის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტმაისტერსა და დირიჟორს, გიორგი ბაბუაძეს სამუსიკო ხელოვნების მეშვეობით იაპონიასა და საქართველოს შორის კავშირის გაღრმავებასა და მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საიმპერატორო ორდენი მიენიჭა.

გიორგი ბუაძე ქართველი მუსიკოსი და პედაგოგია, რომელიც საქართველოში აქტიური სამუსიკო კარიერის შემდეგ, მოღვაწეობას იაპონიაში აგრძელებს. 1996-2001 წლებში ის იაპონიის ქალაქ ოსაკას სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი იყო. 2001 წლიდან კი Kansai Philarmonic Orchestra-ის კონცერტმაისტერი და  ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის ვიოლინოს კლასის პედაგოგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.