საახალწლო საჩუქარი წიგნის მეგობრებისთვის!

27, 28, 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, მესამე კორპუსის, საგამოფენო დარბაზში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გიწვევთ  წიგნის საახალწლო ფესტივალზე.

უამრავი სიახლე, ახალი წიგნების პრეზენტაციები, გრანდიოზული ფასდაკლებები თქვენს საყვარელ წიგნებზე და ბევრი სიურპრიზი ბავშვებისთვის.

წიგნის საახალწლო ფესტივალის მონაწილეები არიან:

აგორა;    ბუქმანია/პეგასი; გამომცემლობა ალეფი; გამომცემლობა არტანუჯი; გამომცემლობა დიოგენე; გამომცემლობა ინდიგო; გამომცემლობა ინტელექტი; გამომცემლობა მერიდიანი; გამომცემლობა პალიტრა L; გამომცემლობა წიგნები ბათუმში; გამომცემლობა წიგნი + ერი; გამომცემლობა  „აქტი“; ერუდიტი; ზებრა; ზვიად კორძაძის გამომცემლობა; ირიათონი; კოსმო – ხელნაკეთი აქსესუარები; ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო; პოეზია; საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია; საერთაშორისო სახლი; საქწიგნი; სეზანი გამომცემლობა და სტამბა; სულაკაურის გამომცემლობა; შემეცენება; nino.ge.

ფესტივალზე შესვლა უფასოა!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.