”ოქროს ძაფის” ჩვენება და შეხვედრა ლანა ღოღობერიძესთან

25 დეკემბერს ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმის “ოქროს ძაფის” ჩვენება შედგება.

ფილმის ნახვასთან ერთად, შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ რეჟისორს და პირადად მისგან მოისმინოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

“ოქროს ძაფის” მთავარი გმირი, 80 წელს მიტანებული მწერალი ელენეა. უეცრად მის ყოველდღიურობას არღვევს მათ სახლში მირანდას, მისი მძახალის, გადმობარგება და ზარი ახალგაზრდობის დროინდელი შეყვარებულისგან…

ფილმში მთავარ როლებს ნანა ჯორჯაძე, გურანდა გაბუნია და ზურა ყიფშიძე ასრულებენ.

ფილმისთვის მუსიკა გია ყანჩელმა შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები