დავით კაკაბაძის არქივის გამოფენა

რუსთაველის 18-ში დავით კაკაბაძის, როგორც მხატვრის, ფიზიკოსის, ხელოვნების კრიტიკოსისა და მკვლევარის არქივს გაეცნობით.

გამოფენა მხატვრის ოჯახში დაცულ მასალას აერთიანებს: ჩანახატებს, კოლაჟებს, ავტორის სამეცნიერო ექსპერიმენტებს, ფოტოებსა და საავტორო დოკუმენტებს.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია 1919 წელს, პირველ მულტიდისციპლინარულ ჟურნალ „შვიდ მნათობში“ გამოქვეყნებული კაკაბაძის ესეები, ქართული ორნამენტის გენეზისის კვლევები, ფოტოები, სტერეოკინო აპარატის კვლევების დოკუმენტაცია და მხატვრის მიერ შექმნილი საბჭოთა დროშის ესკიზები.

გამოფენას კურატორი  ნინა ახვლედიანი და დავით კაკაბაძის ფონდის დამფუძნებელი  მარიამ კაკაბაძე გაუძღვებიან.

ოჯახის არქივთან ერთად, დავით კაკაბაძის შემოქმედების ციფრული არქივის პრეზენტაცია გაიმართება.თიბისის ინიციატივითა და მხარდაჭერით შექმნილი ციფრული არქივი თითქმის სრულად აერთიანებს ავტორის შემოქმედებას. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუზეუმში და თეატრში დაცული კაკაბაძის ნამუშევრების კოლექციები სრულად გაციფრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.