“თურქეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი ფურცელი –  წიგნი მუსტაფა იაქუთის  შესახებ”

ქართველმა მწერალმა, რამაზ სურმანიძემ მუსტაფა იაქუთის, იგივე გურამ ხიმშიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნი შეადგინა. დაინტერესებულ მკითხველ გამოცემის გაცნობა 2 ენაზე- ქართულად და თურქულად შეეძლება. 331-გვერდიანი წიგნი სტამბოლში დაიბეჭდა. 

„მე მოგიყევით მისი ცხოვრების საინტერესო ისტორია. მინდოდა, მკითხველისათვის მეჩვენებინა მისი შრომა: გაწეული საქართველო-თურქეთის ხალხებს შორის მეგობრული ხიდის გასადებად; საქართველოდან შორს მცხოვრები თანამოძმეებისათვის ისტორიული სამშობლოსა და მისი კულტურის გასაცნობად; ნამდვილი ინტელიგენტის პასუხისმგებლობით სავსე სურვილი ყველაფრის მოსწრებისა,” – აღნიშნავს 87 წლის რამაზ სურმანიძე წიგნის მთავარი გმირის, მუსტაფა იაქუთის (გურამ ხიმშიაშვილის) შესახებ საუბრისას.

წიგნის პირველ ნაწილში რამას სურმანიძე ვრცლად მოგვითხრობს მუსტაფა იაქუთის (გურამ ხიმშიაშვილის) ცხოვრების შესახებ, გვესაუბრება მის ნაშრომებზე, წერილებზე; განსაკუთრებით, მის წვლილზე ქართულ ენასა და ლიტერატურასა და თურქულ ლიტერატურას შორის გადებულ ხიდზე; თურქეთში ქართული სათვისტომოების, ფონდისა და მსგავსი კულტურული ორგანიზაციების დაარსებასთან დაკავშირებით მის წვლილზე.

წიგნის მეორე თავი ეთმობა მუსტაფა იაქუთის სხვადასხვა ჟურნალებსა და გაზეთებში გამოქვეყნებულ წერილებს. წიგნი გამდიდრებულია ფოტოსურათებით, რომელთაც, შეიძლება ითქვას, დოკუმენტური ფუნქცია აკისრიათ.

წიგნის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში სტამბოლში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.