ჯული პეტერსონი ქართული ღვინის 60-მდე კომპანიის წარმომადგენელს ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეხვდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „მარქ ენერჯის“ ხელმძღვანელი ჯული პეტერსონი ქართული ღვინის 60-მდე კომპანიის წარმომადგენელს ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეხვდა და ამერიკის ღვინის ბაზრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.  მან მწარმოებლებს ის ძირითადი საკითხები გააცნო, რომლებიც აშშ-ს ბაზარზე დასამკვიდრებლად გრძელვადიანი და მდგრადი გეგმის შესამუშავებლადაა საჭირო.

„დღევანდელი პრეზენტაცია ემსახურებოდა ქართველი ღვინის მწარმოებლების დახმარებას აშშ-ს ბაზარზე დასამკვიდრებლად ინდივიდუალური სტრატეგიების შემუშავებაში. აშშ-ს ღვინის ბაზარი მსოფლიოში უდიდესია და ყველაზე დიდი კონკურენცია ამ ბაზარზეა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ქართული ღვინის ექსპორტის ყოველწლიური 50%-იანი ზრდა აშშ-ს ბაზარზე. 20%-იანი ზრდა უკვე ითვლება ძალიან სწრაფ პროგრესად, აქედან გამომდინარე, 50 პროცენტი ძლიან კარგი მაჩვენებელია. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამგვარი განვითარება მომდევნო 5 წლის განმავლობაშიც. ახალი მწარმოებლებისთვის აშშ-ს ბაზარზე დასამკვიდრებლად ახლა შესანიშნავი დროა,“ – აღნიშნა „მარქ ენერჯის“ ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები