გიორგი სისაურის ხელოვნებად ქცეული ქართული კალიგრაფია

არტისტი, კალიგრაფი, მწერალი, მხატვარი, პოეტი, ხელოვნებათმცოდნე –  ერთი ადამიანი 6 პროფესიით, რომელმაც ქართული კალიგრაფია ნამდვილ ხელოვნებად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, მოასწრო საკუთარი ნამუშევრებით ლუვრის ექსპერტები გაეოცებინა, კალიგრაფიული ნამუშევრებით შანელის მოდის სახლს ყურადღება მიეპყრო და 5 წიგნის, 600-მდე  გრაფიკული ნამუშევრისა და 200-მდე კალიგრაფიული ნიმუშის ავტორი გამხდარიყო.

მისი ნამუშევრები რომის პაპ ფრანცისკესა და ელიზაბედ მეორის კოლექციებში და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებსა თუ არტ-კოლექციებში ინახება. 

გიორგი სისაური ქართველი კალიგრაფია, რომელიც 7 წლიდან ბიბლიურ სცენებს, პორტრეტებს, ფიგურატიულ და აბსტრაქტულ კომპოზიციებს ხატავს. “ანბანთქება“- ასე ჰქვია მის ერთ-ერთ პროექტს, რომელსაც თავად ავტორი “მზითქმნილს” უწოდებს.

დაათვალიერეთ გიორგი სისაურის მიერ შექმნილი 33 საზედაო ასო –  ქართული კალიგრაფიის ახალი სიცოცხლე, რომელშიც დამწერლობა ნამდვილ ხელოვნებად იქცა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები