ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი გამოფენას ეწვია
ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი ეწვია საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოფენას, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების „მემკვიდრეობითი რეწვისა და დიზაინის სტარტაპების ხელშეწყობის“ გრანტის ფარგლებში დაფინანსდა.
შესაძლებლობების განვითარების ეს ერთწლიანი ინიციატივა მიზნად ისახავს ხელოვნებისა და რეწვის ინდუსტრიების ფასეულობათა ჯაჭვის გამტკიცებას და საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის ხელშეწყობას. ამ მიზნით, ამერიკელი ექსპერტებისა და ქვეყნის მოწინავე დიზაინერების ჩართულობით მენტორობისა და ტრენინგისთვის ერთმანეთთან აკავშირებენ სტუდენტებს საქართველოს ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სასწავლებლებიდან და ტრადიციული ხელოვნებისა და რეწვის დიზაინერებს.