საქართველო “ეგვიპტის ევროპულ საქველმოქმედო ბაზრობაში” მონაწილეობდა

“European Christmas Charity Bazaar 2019-ში”, რომელიც ეგვიპტეში იმართებოდა, საქართველოს საელჩო ეგვიპტეში ვიზიტად მყოფ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციასთან ერთად იღებდა მონაწილეობას. 

საქველმოქმედო ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთთან ასოცირებული კომპანიებისა და ბიზნესმენების მიერ წარმოებული ალკოჰოლური სასმელები და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ასევე ტრადიციულ სტილში შესრულებული სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი და სუვენირი. ტრადიციული სამოსის ელემენტები და ქართული წარმოების ხელნაკეთი ნივთები, რომლებმაც ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებსა და უცხოელ დიპლომატებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ტრადიციისამებრ, შემოსული თანხა ადგილობრივ საქველმოქმედო ფონდებს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები