ნინო ქათამაძე ისრაელში კონცერტს გამართავს

“რთულია, ნინოს სტილი ამოიცნო. ნინოს მუსიკა ჯაზის, როკის, ქართული მუსიკის ნაზავია და ეს ყველაფერი მსმენელის წინაშე იქმნება. თითოეული სიმღერა მინი სპექტაკლია, რომლის მთავარი გმირები მუსიკა, ხმა და იმპროვიზაციაა. სწორედ ამიტომ, თითოეული კონცერტი ერთგული გულშემატკივრებისთვის დღესასწაულია, ხოლო ახალი მსმენელისთვის კი ნამდვილი აღმოჩენა.”

ცნობილი ქართველი მომღერალი ისრაელში, იალომის თეატრში კონცერტს 20 დეკემბერს გამართავს. ეს მომღერლის ტურნეს ბოლო კონცერტია 2019 წელს. თბილისელი მსემენელის წინაშე კი ნინო ქათმაძე 4 იანვარს წარსდგება.

2020 წლის იანვარ-მარტში დაგეგმილია მომღერლის ტურნე ლიტვაში, ლატვიასა და სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.