გალერეა ”ნექტარი” ფესტივალს “პერფორმანსის დღეები თბილისი” წარმოგიდგენთ

20 და 21 დეკემბერს, გალერეა ”ნექტარში”, ფესტივალი “პერფორმანსის დღეები თბილისი” ჩატარდება.

‘’პერფორმანსის დღეები თბილისი’’   ქართველი ხელოვანისა და კურატორის ნინო სეხნიაშვილის მიერაა დაფუძნებული. ფესტივალი მესამედ ტარდება და ამჟამად, მიზნად ისახავს პროგრამის გაფართოებას, ფორმებისა და საშუალებების მრავალფეროვნების ჩვენებას. ეფემერული ქმედებები, რომლებიც ხორციელდება კონკრეტულ დროს და გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ესაა პეფორმანსის ხელოვნება. ციფრული ეპოქის ხაფანგში, სადაც ყველაფერი შეიძლება განმეორდეს, პერფორმანსს ფოკუსი კვლავაც მომენტის არსებითობაზე და ,,ახლა’’- ს განუმეორებლობაზე გადააქვს.

წელს ფესტივალში მონაწლეობენ:

ნადა გამბიერი (ფინეთი, ბელგია), მარკ ეჩელსი (გაერთიანებული სამეფო), ტომას კეზებახერი (ავსტრია) – ‘’ქალაქის ხმა’’ (ნაწილი პირველი)

ჯენიფერ როზენბლიტი (ა.შ.შ.) –  ‘’კარგად  ყოფნის განცდა’’

ვერონიკა სვობოდოვა (ჩეხეთი) – ‘’Ror-bu’’

ნადა გამბიერი (ფინეთი, ბელგია) მარკ ეჩელსი (გაერთიანებული სამეფო), ტომას კეზებახერი (ავსტრია)

‘’ქალაქის ხმა’’(ნაწილი მეორე)

სინიშა ლაბროვიჩი (ხორვატია) –  ‘’A la recherche d’un artiste perdu  / დაკარგული ხელოვანის ძიებაში’’

პასი მეკელე, იუსი სეივო, სიმო ლეიონენი (ფინეთი) – ცოცხალი  იმპროვიზაცია

ბარბორა გალო (ჩეხეთი), ანა ჯიქია (საქართველო) – ‘’Zuerst das Spiel dann die Arbeit  / ჯერ შრომა, მერე თამაში!’’

პროექტის დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ინიცირებული შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.