ნიკორწმინდის კათედრალის რესტავრაციას “არქიტექტურული პრემია 2019” -ის სპეციალური ჯილდო გადაეცა
ნიკორწმინდის კათედრალის რესტავრაციას, როგორც წლის გამორჩეულ სარეაბილიტაციო პროექტს, არქიტექტორთა ასოციაციის – “არქიტექტურული პრემია 2019” -ის სპეციალური ჯილდო გადაეცა. მე-14 საერთაშორისო კონკურსზე საგანგებო პრიზი თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრი და მის ხელმძღვანელი – ნანა კუპრაშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა – ნიკოლოზ ანთიძემ დააჯილდოვა.
ეროვნული კატეგორიის მე-11 საუკუნის დროინდელ ხუროთმოძღვრულ ძეგლზე სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის სპეციალისტების მიერ, რესტავრატორ ალექსანდრე რუბაშვილის ხელმძღვანელობით კომპლექსური სამუშაოები განხორციელდა.
გაიწმინდა კათედრალის ფასადები;
ინექტირების მეთოდით კონსოლიდირდა ქვის ფრაგმენტირებული დეტალები;
გამაგრდა ერთიანი სტრუქტურის დაძრული ელემენტები;
რესტავრაცია ჩაუტარდა ეკლესიის ხატებს;
ინტერიერსა და ექსტერიერზესრული კონსერვაცია ჩაუტარდა კედლის მხატვრობას;
ახალი ანალოგებით ჩანაცვლდა ტაძრის კარ-სარკმელები;
განახლდა სახურავი, რომელიც სპილენძის საფარით გადაიხურა მოეწყო სათანადო განათების სისტემები;
რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩნდა და კონსერვირდა ადრეული რელიეფის უნიკალური ნაშთები;
ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა.
პროექტის განხორციელების პროცესში კონსულტანტის სახით ჩართული იყო რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) ასოცირებული ექსპერტი სტეფანო ვოლტა. პროექტში მონაწილებდნენ ლონდონის საკონსერვაციო სკოლის „CITY AND LONDON ART SCHOOL“ -ის და თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულების ლექტორები და სტუდენტებიც.
ნიკორწმინდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი აქვს მინიჭებული. 2007 წლიდან ხუროთმოძღვრული ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.