შალვა რობიტაშვილი საგანმანათლებლო პროგრამის 2019 წლის გამარჯვებული გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “საინჟინრო ფიზიკის” სადოქტორო პროგრამის (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) სტუდენტი შალვა რობიტაშვილი გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2019 წლის გამარჯვებული გახდა.

პროგრამის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს, შეასრულონ თავიანთ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე, გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილი იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე.

პროექტის ფარგლებში შალვა რობიტაშვილი შეასრულებს ნაშრომს  „სიმსივნეების ჰეტეროგენურობის მულტიმოდალური გამოკვლევა“   . მისი ხელმძღვანელები არიან იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ნადიმ ჯონ შა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.