კამილ ლევეკისა და ლუსი ხაჰუტიანის გამოფენა ‘’სამიტის შეხვედრა’’

20 დეკემბერს, პატარა გალერეასა და The Why Not Gallery- ის თანამშრომლობით,  პარატა გალერეაში  კამილ ლევეკისა და ლუსი ხაჰუტიანის გამოფენა ‘’სამიტის შეხვედრა” გაიხსნება.

ორ მოსაუბრეს შორის შემდგარი დისკუსიის მეშვეობით, კამილ ლევეკი და ლუსი ხაჰუტიანი, ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ დამოკიდებულებას სამშობლოსა და მეხსიერების შესახებ. ორი თანამესაუბრე საკუთარ ისტორიებს უზიარებს ერთმანეთს, თუ როგორ ცვლის დრო მოგონებებს და როგორ აქცევს  თავგადასავალს რომანტიულ ზღაპრად.

გამოფენა ხაზს უსვამს საზოგადოების მელანქოლიურ ურთიერთობას მის მემკვიდრეობასთან და ხშირად არაერთგვაროვან დამოკიდებულებას მის დიასპორასთან. მოთხრობილი ამბავი მიჰყვება დროის კვალს, მის გავლენას მეხსიერებაზე და სიმართლეზე. ხელოვანებმა ისე ააწყვეს დიალოგი, რომ  მიზანმიმართულად დატოვეს ადგილი უზუსტობისთვის და  სუბიექტური ინტერპრეტაციებისთვის.

სინამდვილეში გამოფენას ერთი ავტორი ყავს – კამილ ლევეკი, რომელმაც ნამუშევრების ნაწილი მიაკუთვნა ლუსი ხაუტიანს – საკუთარ ბებიას. ერთი პასუხებსა და აღიარებას ეძებს, მეორე კი – შეჯამებასა და კონსტრუქციულ ტრანსმისიას. შინაგანი დიალოგი, დადგმული და განვითარებული, როგორც წარმოსახვითი საუბარი ოჯახის რამდენიმე თაობას შორის, ხელოვანის მხრიდან ერთგვარი მცდელობაა ახალი ლექსიკური ველი შექმნას, რის მეშვეობითაც იგი საკუთარ იდენტობას გამოიკვლევს.

Კამილ ლევეკმა დაამთავრა  ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების ბაკალავრიატი პარიზის მე-8 უნივერსიტეტში, შემდგომ აიღო მაგისტრის ხარისხი სახვით ხელოვნებაში  ლოს – ანჯელესის უნივერსიტეტიში ‘‘UCLA’’.

Კამილ ლევეკი‘’LIVE WILD’’ დამაარსებელი და საგამომცემლო სახლის ‘’ORPHEUS STANDING ALONE’’ თანადამაარსებელია. 2014 წლიდან  ‘’LIVE WILD’’-თან ერთად იგი   ისეთ თემებზე ატარებს ექსპერიმენტებს, როგორიცაა იდენტობა, ანონიმურობა და ავტორობა.

იგი ცხოვრობდა სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამჟამად კი ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები