18 დეკემბერი ემიგრანტთა საერთაშორისო დღეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს 18 დეკემბერი  მიგრანტთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა

მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხივრობს და დიდია მათი დამსახურება და ამაგი არამარტო საკუთარი ოჯახებისადმი, არამედ სამშობლოსადმი…

სწორედ დღევანდელი ჩვენი ემიგრანტები გაორმაგებული ძალით ცდილობენ შეინარჩუნონ ქართული იდენტობა უცხოეთში, იყვნენ  საქართველოს საამაყო პატრიოტები, პოპულარიზაციას უწევენ  ქართულ კულტურას  და ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ აქტიურად ხელი შეუწყონ ქართული სახელმწიფოს განვითარებას…

ქართული ემიგრაცია ქართული საზოგადოების განუყოფელია ნაწილია. ქართულია ემიგრაცია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სამშობლოს და საკუთარი ხალხის სამსახური საქართველოს ფარგლებს გარეთაც შესაძლებელია.

ამიტომაც, თითოეულ ემიგრანტს გილოცავთ ამ დღეს, გისურვებთ კეთილდღეობას და საკუთარი მიზნების ასრულებს…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.