სახელმწიფო საბალეტო დასი ესპანეთში წარმოდგენებს მართავს
21 და 23 დეკემბერს, ესპანეთის ქალაქ ტერასაში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი წარმოადგენს ორმოქმედებიან ბალეტს – “ლაურენსია” (ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია) და მიხაილ ფოკინის ერთმოქმედებიან ბალეტებს – “შოპენიანა” და “ფასკუნჯი”.
საბალეტო დასი ესპანეთის შვიდ ქალაქში- ლოგრონიოში, სენ-სებასტიანში, ბარბასტროში, სარაგოსაში, ტერასაში, მანრესა და ვალენსიაში 11 საბალეტო წარმოდგენას გამართავს.
პროგრამაშია „მაკნატუნა“, „ლაურენსია სუიტა“, „ფასკუნჯი“ და „შოპენიანა“. გასტროლი 28 დეკემბრამდე გაგრძელდება. წარმოდგენები საქართველოში კი 12 იანვრიდან ახალი “მაკნატუნას” პრემიერით გაგრძელდება.
ოპერის თეატრის საბალეტო დასი ახლახან დაბრუნდა ჩინეთიდან, სადაც, წარმატებული ტურნეს ფარგლებში, 6 ქალაქში ატარებდა წარმოდგენებს.