ნინო ხარატიშვილი ქართველ მკითხველთან შეხვედრას გამართავს

23 დეკემბერს ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) გამომცემლობა „ინტელექტისა“ და კონრად ადენაუერის ფონდი / Konrad-Adenauer-Stiftung South Caucasus-ს ფონდის ორგანიზებით, ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა გაიმართება. 

ღონისძიება საქართველო-გერმანიის 200-წლიან ურთიერთობას მიეძღვნება, რომლის განმტკიცებისა და ევროპისთვის საქართველოს უახლესი ისტორიის გაცნობის საქმეში თავისი რომანებითა და დრამატურგიით უმნიშვნელოვანესი წვლილი ნინო ხარატიშვილს შეაქვს. იგი ,აღიარებულ ლიტერატორთა შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავი ფიგურაა თანამედროვე გერმანულ და საერთაშორისო ლიტერატურაში.

ღონისძიების ფარგლებში ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანს –  „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ წარადგენენ.

ნინო ხარატიშვილი გერმანიაში მოღვაწე ქართველი ნოველისტი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორია. 2014 წელს გერმანიაში გამოცემულმა მისმა წიგნმა „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” არაერთი ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა.  მიმდინარე წელს კი ინგლისურადაც ითარგმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები