4 გრემის მფლობელი ამერიკელი მუსიკოსი თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მულტიინსტრუმენტალისტი, ლენი კრავიცი საქართველოს მსოფლიო ტურნეს – “HERE TO LOVE-ის” ფარგლებში 2020 წლის 31 მაისს ეწვევა. 

ქართველი მსმენელის წინაშე მუსიკოსი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წარდგება და ენერგიული გამოსვლითა და ცოცხალი შესრულებით შექმნის დაუვიწყარ განწყობას. აღსანიშნავია, რომ ლენი კრავიცის 2020 წლის ევროპის ტური საქართველოში დაიწყება.

ლენი კრავიცმა 20-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში 4-ჯერ მოიპოვა გრემის ჯილდო და  საუკეთესო მამაკაცი როკ-ვოკალისტის კატეგორიაში რეკორდი დაამყარა. 40 მილიონ ეგზემპლარად 10 სტუდიური ალბომის გაყიდვის შემდეგ, ახალ სიმაღლეზე აიყვანა როკ-ენ-როლის, ფანკის, ბლუზისა და სოულის ერთიანობა.

ბილეთების ელექტრონულად შეძენა 18 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან ექსკლუზიურად მხოლოდ SOLO-ს მომხმარებლებისთვის იქნება შესაძლებელი, ხოლო 26 დეკემბრიდან შეძენას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ბილეთის ფასი 95 ლარიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები