ქართული ტურისტული კომპანია ბელარუსის ბიზნეს პრემიის ლაურეატი გახდა

მინსკში გამართული საერთაშორისო ბიზნეს პრემიის “წლის ლიდერი 2019”-ის გალა ცერემონიაზე ტურიზმის ნომინაციაში ქართული კომპანია Travelshop დააჯილდოეს.

ბელარუსის ბიზნეს პრემია – “წლის ლიდერი 2019″ საერთაშორისო ფორმატში წელს პირველად ჩატარდა და მასში ბელარუსიდან, ჩინეთიდან და ისრაელიდან სხვადასხვა სფეროში მომუშავე 54 კომპანია იღებდა მონაწილეობას.

ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო საქართველს ელჩი, ვალერი კვარაცხელია, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის, საინვესტიციო კლიმატის, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა და საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.