„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტის -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ – შესარჩევი ფაზა.  96 განაცხადიდან კომისიამ, ხმათა უმრავლესობით 25 გამარჯვებული გამოავლინა:

  • სალაძე სალომე 🇦🇹 (ავსტრიის რესპუბლიკა);
  • ცერცვაძე თეონა 🇺🇸 (აშშ);
  • კბილაშვილი გივი 🇧🇾 (ბელარუსი);
  • ბუტიკაშვილი სოფიო 🇧🇪 (ბელგიის სამეფო);
  • ფერცულიანი ზურაბი 🇧🇬 (ბულგარეთის რესპუბლიკა);
  • ხუბუა დავით 🇩🇪 (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა);
  • შონია მარიამ 🇩🇰 (დანიის სამეფო);
  • კაკაბაძე კესარია 🇬🇧 (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო);
  • წოწონავა ანა 🇪🇸 (ესპანეთის სამეფო);
  • კაჩუხაშვილი ვახტანგი 🇪🇪 (ესტონეთს რესპუბლიკა);
  • ბერიძე მურად 🇹🇷 (თურქეთის რესპუბლიკა);
  • ბადიაშვილი სოფიო 🇯🇵 (იაპონიის სახელმწიფო);
  • ოდიკაძე ნანა 🇮🇪 (ირლანდია);
  • ხუხაშვილი ლიკა 🇮🇱 (ისრაელი სახელმწიფო);
  • ბოჭორიშვილი მარიამ 🇮🇹 (იტალიის რესპუბლიკა);
  • მეშველაშვილი თინათინ 🇨🇦 (კანადა);
  • ტყეშელაშვილი აკაკი 🇱🇻 (ლატვიის რესპუბლიკა);
  • კუნჭულია გურამ 🇱🇹 (ლიეტუვას რესპუბლიკა);
  • დოლიძე კონსტანტინა 🇬🇷 (საბერძნეთის რესპუბლიკა);
  • საყვარელიძე კოკო 🇫🇷 (საფრანგეთის რესპუბლიკა);
  • მეგრელიძე ალექსანდრე 🇺🇦(უკრაინა);
  • მარგიანი რუსუდან 🇭🇺 (უნგრეთი);
  • გურგენიძე ლუკა 🇸🇪 (შვედეთის სამეფო);
  • მარჯანიძე ვახტანგ 🇨🇭 (შვეიცარიის კონფედერაცია);
  • მდივანი გვანცა 🇨🇳 (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა).
პროგრამა “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2014 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოვებას. ამ მიზნით, ერთი წლის ვადით შერჩეული გამარჯვებული „ახალგაზრდა ელჩები“ განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA 2-ის ფარგლებში ხორციელდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები