“ფოლკი ხვდება ბლუზს”- ქართულ კულტურულ საღამოს შტუტგარტმა უმასპინძლა

“ფოლკი ხვდება ბლუზს”- ასე ერქვა ქართულ კულტურულ საღამოს, რომელიც შტუტგარტის Theater Hause-ში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საკონცერტო სივრცეში გაიმართა.  

საღამო გაიხსნა გია ყანჩის ნაწარმოებებით, რომლებიც მუსიკოსებმა, ანა ნანუაშვილმა და ბესო ნამჩევაძემ შეასრულეს. პირველი განყოფილება ქართულ ფოლკლორს დაეთმო და მას პარიზის დიასპორული ორგანიზაციის “ქართული კულტურის კერა ლაზის“  ქორეოგრაფიული ანსამბლიც შეუერთდა. მსმენელს ასევე საშუალება ჰქონდა, მოესმინა თბილისიდან ჩასული „გალობის უნივერსიტეტის გუნდისა“ და „The Voice of Germany-ის“ 2017 წლის გამარჯვებულის, ნათია თოდუას დუეტისათვის.

მეორე განყოფილება დაეთმო მთლიანად ანსამბლ “შინის” მუსიკოსების მიერ შექმნილ, მათივე ტრადიციების გამგრძელებელჯეოთრეინსა” და ნათია თოდუას.

ქართული დიასპორული ორგანიზაცია “Georgische Music Verein – ქართველ ხელოვანთა გაერთიანება” ყოველწლიურად მართავს კონცერტებს გერმანიაში, რითაც, როგორც თავად ამბობენ, ქართული კულტურის პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.

13 დეკემბერს გამართული კონცერტის მხარდამჭერები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი კულტურის ცენტრი – Kulturamt Stuttgart და ფონდი „ქართული გალობა” იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები