Europa Fair – გამოფენა ევროპა

15 დეკემბერს, 15 საათიდან, ექსპო ჯორჯიიას III პავილიონში გაიხსნება  ”გამოფენა ევროპაზე”. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ერასმუს+  ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში. გამოფენა გაიხსნება  SALTO EECA-ს მხარდაჭერით და ახალგაზრდული ასოციაცია დრონის და თბილისის ახალგარზდული ცენტრების გაერთიანებასთან თანამშრომლობით.
გამოფენაზე თქვენ  მთელი რიგი შემეცნებითი, საგანმანათლებლო, მუსიკალური და ჩართულობითი ღონისძიებები დაგხვდებათ:

„საუბარი ევროპაზე“ – ინტერაქტიული და ინფორმაცული საუბარი ორგანიზატორებთან. ეს არის ინტერაქციული სესია, რომლის ფარგლებშიც ორგანიზატორები გაგაცნობენ ერასმუს+ და ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამების გამოცდილებას და ამოცანებს, რომლებიც დაკავშირებულია პიროვნულ ზრდასა და გამოცდილებასთან;

„ევროპა ფოტო მარათონი“ – რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გადაღებული ფოტოების გამოფენა და გამარჯვებულის გამოვლენა;

ფორუმ თეატრი – ინტერაქტიული თეატრი, სადაც მაყურებელს შეუძლია ჩაერთოს და შეცვალოს პროცესი;

ცოცხალი ბიბლიოთეკა – აქ წიგნები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მოხალისეობასთან დაკავშირებულ გამოცდილებებს გაგიზიარებენ;

ლინგვო კაფე – მაგიდა, რომლიც შემოიკრებს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, პოლონურ, სომხურ და ესპანურ ენებზე მოსაუბრეებს და ლინგვისტებს, რომლებიც, ჩაატარებენ ენის სავარჯიშოებს და გაუზიარებენ დამსწრეებს  საკუთარ გამოცდილებას უცხო ენის სწავლების კუთხით.

არაფორმალური განათლების კუთხე – გაეცნობით მთელ რიგ აქტივობებს, რომლებიც დაფუძნებულია გუნდური მუშაობის სავარჯიშოებზე/სწავლებაზე.

სოციალური მეწარმეობის კუთხე – ზონა, რომელიც გაგაცნობთ სოციალური საწარმოების და საზოგადოებრივი პროექტების სხვადასხვა პრაქტიკას;

ეკო-კუთხეში – გარემოს დაბინძურებასა და მის ასარიდებლად და შესამცირებლად კრეატიული გზების გამოყენებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით პლასტმასის გადამუშავების ვორქშოფი გაიმართება;

დღის ბოლოს შეგიძლიათ ქუჩის მუსიკას მოუსმინოთ, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა არტისტები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.