საერთაშორისო კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები V _ ისტორიული და ეტიმოლოგიური ლექსიკოგრაფიის საკითხები“

15-17 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის,  ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრისა და  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები V _ ისტორიული და ეტიმოლოგიური ლექსიკოგრაფიის საკითხები“ ჩატარდება.

კონფერენციის თემატიკა შეეხება ისტორიული და ეტიმოლოგიური ლექსიკოგრაფიის თანამედროვე პრობლემებს, ენის კომპიუტერული მოდელირებას, კომპიუტერული ლექსიკოგრაფიას, კორპუსის ლინგვისტიკას, კორპუსული ლექსიკოგრაფიაციფრული ჰუმანიტარიის ინტერდისციპლინურ პროექტებსაა და ენობრივ მონაცემთა ბაზებს.

მოწვეული სტუმრები იქნებიან: იერდ კარლინგი, კარინა ვამლინგი, ოლგა ნევზოროვა, სერგეი შაროვი და დიმიტრი სიჭინავა.

კონფერენციის დაწყებამდე კონფერენციის  მასალების ორენოვანი კრებული გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები