ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუდენტებს უმასპინძლა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა.

საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია როგორც ცენტრის საქმიანობასა და პრიორიტეტებზე ისე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგაციის პროცესებსა და ნატოსა და ევეროკავშირის ინსტიტუტებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხებითა და ევროკავშირთან დაახლოების დინამიკითა და პრიორიტეტებით.

შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებს თემატური საინფორმაციო ლიტერატურა დაურიგდათ.

საინფორმაციო ცენტრი მუდმივად მართავს მსგავს შეხვედრებს და  ღია კარის დღეზე სხვადასხვა უმაღლესი თუ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებსა და მოსწავლეებს მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები