ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები V _ ისტორიული და ეტიმოლოგიური ლექსიკოგრაფიის საკითხები“

15-17 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის,  ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრისა და  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები V _ ისტორიული და ეტიმოლოგიური ლექსიკოგრაფიის საკითხები“ ჩატარდება.

კონფერენციის თემატიკა შეეხება ისტორიული და ეტიმოლოგიური ლექსიკოგრაფიის თანამედროვე პრობლემებს, ენის კომპიუტერული მოდელირებას, კომპიუტერული ლექსიკოგრაფიას, კორპუსის ლინგვისტიკას, კორპუსული ლექსიკოგრაფიაციფრული ჰუმანიტარიის ინტერდისციპლინურ პროექტებსაა და ენობრივ მონაცემთა ბაზებს.

მოწვეული სტუმრები იქნებიან: იერდ კარლინგი, კარინა ვამლინგი, ოლგა ნევზოროვა, სერგეი შაროვი და დიმიტრი სიჭინავა.

კონფერენციის დაწყებამდე კონფერენციის  მასალების ორენოვანი კრებული გამოქვეყნდება.

სხვა სიახლეები

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს

Editor

სტრასბურგის კინოთეატრში დაგეგმილი “ქართული ფილმების კვირეული” ონლაინსივრცეში გაიმართება

Editor

ლეიკემიით დაავადებულ ბიჭს, რომელმაც ამერიკაში ქართული სუფრა ინატრა, საელჩომ მზარეული გაუგზავნა 

Editor

“მეგონა, ამაზე დამთრგუნველს ვერაფერს ვნახავდი, მაგრამ…” – რა ხდება ესპანეთში 

Editor

FIBA – მ საქართველოს XXI საუკუნის სიმბოლური ნაკრები დაასახელა

Editor

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში თსუ 113 პოზიციით დაწინაურდა 

Editor