“სად უნდა დააგემოვნოთ ღვინო უძველესი მეღვინეობის ქვეყნის დედაქალაქში” – “ფორბსი” გირჩევთ

ცნობილი ამერიკული გამოცემა, „ფორბსი“ ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და მის თანამედროვეობას მორიგ სტატიას უძღვნის.

ამჯერად ავტორი, ადამ მორგანსტერი მკითხველს იმ ადგილებს სიას სთავაზობს, სადაც, მისი აზრით, საუკეთესო ქართული ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი.  სიაში მოხვდნენ “G.Vino”, “Vino Underground”, “8000 მოსავალი, “ღვინის ქარხანა №1” და სხვა ცნობილი რესტორნები თუ ბარები. გამოცემა საქართველოს ღვინის სამშობლოდ მოიხსენიებს და ხაზს უსვამს აქ არსებულ მეღვინეობის უწყვეტ, 8000-წლიან კულტურას.

ფორბსი ქართული ღვინის შესახებ სტატიებს პერიოდულად აქვეყნებს. გასულ თვეს გამოცემამ სტატია, სახელწოდებით “8000-წლიანი ისტორია შავი ზღვიდან”  გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.