„თბილისი – აღმოსავლეთის „ცხელი“ წერტილი“ – საქართველო ფრანგული გამოცემის გვერდებზე

„თბილისი – აღმოსავლეთის „ცხელი“ წერტილი“ –  ასე დაარქვა ფრანგულმა გამოცემამ სტატიას, რომელიც უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული, წარმატებული ქართველების ისტორიების მაგალითზე, ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობებს გვაცნობს. ნესტან ნიჟარაძე, თეკუნა გაჩეჩილაძე, ნინო შარვაშიძე და სხვები „LesEchos-ს“ საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

„პოსტსაბჭოთა ესთეტიკის გამო, საქართველოში ნამდვილი  ტურისტული ბუმია. ღვინის კულტურა, არქიტექტურა, დიზაინერები – საქართველოს უკეთ გასაცნობად მრავალი მიზეზი არსებობს.

Image result for ნესტან ნიჟარაძე"

ნესტან ნიჟარაძემ ფრანგული გრამატიკა ლამფის შუქის განათებით ისწავლა. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საბჭოთა ბლოკი დაინგრა ქაოსით, რომელსაც სახელად „დემოკრატიაზე გადასვლა“ ერქვა.  იმ დროის თბილისი იყო ქალაქი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე, დანაშაულთა რიცხვი კი სწრაფად იზრდებოდა. როგორც კი საშუალება მიეცა, ნესტანი საფრანგეთში წავიდა.

მას შემდეგ 2 ათწლეულზე მეტი გავიდა და მან ერთ-ერთი წარმატებული ფოტოგრაფის სახელი მოიპოვა. მიუხედავად ამისა, 2 წლის წინ საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად, სადაც ფოტოგრაფიის პირველი მუზეუმი გახსნა  – „თბილისს მეტად ვჭირდები, ვიდრე პარიზს“ – ამბობდა ის.

ნინო შარვაშიძემაც, ლონდონში სწავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, „რათა მიმდინარე არეულობებში, მისი დალაგების მიზნით, მონაწილეობა მიეღო“.  საქართველოს ერთგვარი ელჩი ინტერვიუებს იშვიათად თანხმდება, თუმცა პასუხობს კითხვაზე – რატომ ? – ესაა პატარა ქვეყანა, რომლის ამერიკული სახელწოდებაც ხშირად დაბნეულობას იწვევს. ადგილი, რომელსაც ერთადერთი გეოპოლიტიკური იარაღი – ტურიზმი გააჩნია და  აქვს 2 ოკუპირებული რეგიონი –  ამ ქვეყნის ისტორია შემოსევების ისტორიაა – სპარსეთიდან საბჭოთა კავშირამდე.

“სწორედ ამ განსაკუთრებულობამ ჩამოიყვანა საქართველოში 2018 წელს თითქმის 9 მილიონი მოგზაური, წელს კიდევ მეტი უნდა იყოს. მე კი წარმოუდგენლად მახარებს ჩემი როლი ამ ყველაფერში”,- ამბობს ნინო.

„შორეული აღმოსავლეთის“ ერთ-ერთი პიონერია თეკუნა გაჩეჩილაძეც –  ქართული გასტრონომიის ნამდვილი ლიდერი. თხუთმეტი წლის წინ ის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა  და ფსიქოლოგიაში დოქტორის ხარისხის მისაღებად ემზადებოდა.  სამზარეულო მხოლოდ ჰობი იყო, როცა მეგობარმა უთხრა – რატომ უნდა გაატარო ცხოვრება სხვისი უბედურების მოსმენაში, როცა შეგიძლია ისინი შენი კერძებით ბედნიერი გახადოო ?“- ასე აღმოჩნდა თეკუნა საქართველოში. ახლა მის სამზარეულოში საღებავის სუნია, რომელსაც მალე მადისაღმძვრელი სურნელი ჩაანაცვლებს. „ეს იქნება ყველაზე მაგარი ადგილი თბილისში“ – ამბობს თეკუნა.

პოსტსაბჭოთა ესთეტიკით მოდის სამყაროც მოიხიბლა – ანკა ციციშვილი ახლა აქ ქართველი დიზაინერების ბუტიკს ხსნის. ეს არის დემნა გვასალიას ეფექტი, Vetements– დან  Balenciaga– ში, 2015 წლიდან.

ათასწლეულის ღვინის მარშრუტს გვერდს ვერ ავუვლით –  8000-წლიანი მეღვინეობა არის ის, რაც მეტს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე „ახალ ბერლინად“ მისი მოხსენიება. მეღვინეობა აქ რელიგიაა.

ახალგაზრდა ქართველი მეწარმეები სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ გარეუბნებსა და რეგიონებს. საქართველოში ჩვენი ყოფნისას, რამდენიმე მათგანმა გვითხრა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროს გახსნას აპირებს, ან საბანკო კრედიტი აიღო, მთაში რომ პატარა კოტეჯები დადგას და ზაფხულობით ტურისტებს მიაქირაოს – ისინი აქ შექმნიან სტარტაპების ერას, რომელზეც აუცილებლად დავწერთ.“  – ნათქვამია ფრანგული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

“LesEchos” პირველი ფრანგული ყოველდღიური გაზეთია, რომელიც 1908 წელს ძმებმა  სერვან-შრეიბერებმა დააარსეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.