გამოსახულების საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო სტუმრის სტატუსით წარსდგება

FINI გამოსახულების საერთაშორისო ფესტივალია: იდეისა და სურათის შეხვედრა. ფესტივალი 2011 წლიდან მექსიკაში, ჰიდალგოს შტატის უნივერსიტეტში “la Universidad Autónoma del Estado de Hidalgo” იმართება.

2020 წელს საქართველო ფესტივალის სტუმარი ქვეყანა იქნება. სწორედ ამის აღსანიშნავად აქვეყნებს FINI ქართული ანბანის შესახებ მომზადებულ გრაფიკულ ვიდეორგოლს, რომელშიც 33 ქართული ასო-ბგერა და საქართველოს კულტურასა და ისტორიასთან ასოცირებული ფაქტები, პიროვნებები და ადგილებია მოცემული.

“საქართველოს მრავალ მშვენებას შორის, ერთ-ერთი მისი ანბანია – მნიშვნელობებით სავსე ასოები” -წერს FINI. 

FESTIVAL INTERNACIONAL DE LA IMAGEN (FINI) 2020 24-დან 30 აპრილამდე გაიმართება და მისი მთავარი თემა “წყალი” იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები