ჰუიჯუს ოპერის დასი რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე

პირველად საქართველოში,  მხოლოდ ორი დღით,  400 წლიანი ისტორიის მქონე ჰუიჯუს ოპერის დასი მაყურებელს შეუძლია იხილოს  რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე.

14 და 15 დეკემბერს, ანჰოის პროვინციის ნაციონალური თეატრი წარმოგიდგენთ ტრადიციულ ჩინურ ოპერას: „მაკბეტი“.

ეს გახლავთ წარმოდგენა, რომელმაც გააოცა პეკინი და მსოფლიოს უჩვენა ინოვაციური იდეებისა და შეუცვლელი უნიკალური ტრადიციის თანხვედრა.  შექსპირის ცნობილი პიესის ინტერპრეტირება, რომელიც ინოვაციური ქორეოგრაფიის, გამორჩეული ტექნიკის და საოპერო გამოხატულებების შერწყმას წარმოადგენს.

საოპერო თეატრის დადგმა მოიცავს ტექნიკურად რთულად შესასრულებელ აკრობატულ ილეთებს. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა არტისტების მიმიკასა და ჟესტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები